თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომლსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.
დღესვე, სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მარიამ კვერნაძემ, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, ინფორმაცია მიაწოდა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების შესახებ საკრებულოს წევრები წარმომადგენლობით ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.