თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
ინფორმაცია ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გააცნო.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
სსიპ ქონების მაქრთვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ სსიპ– ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების და ამავე სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.
ირაკლი თავართქილაძემ დღესვე კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების და იჯრის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
წარმოდგენილის საკითხების დამგტკიცების შესახებ საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.