თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
ინფორმაცია ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
დღესვე სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხი მოისმინეს და სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაციები გასცეს.