თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოუსმინეს.
ირაკლი თავართქილაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების და იჯრის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
წარმოდგენილის საკითხების დამტკიცების შესახებ საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.