თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა მიაწოდა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებს შორის გადანაწილება თბილისში, ვარკეთილის 3, 3 ა-მ/რ-ში კორპუსი N 322-ის მე-7, მე-8 და მე-9 სადარბაზოების გამაგრება-გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით ხორციელდება.
კომისიის წევრებმა აღნიშნულ ცვლილებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.