თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 24 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომაზე, დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამსახურის უფროსს ნინო კვეტენაძეს და მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსს მაია გრძელიძეს მოუსმინეს და მათ მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე, საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა ბიუჯეტის კვარტალური გადანაწილების პროექტი წარადგინა.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმებას და სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა.