თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა.
კომისიის წევრებმა საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორისა და ისნის რაიონული გამგეობების ასიგნებების კვარტალურ ცვლილებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.