თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ წარუდგინა.
2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა მიაწოდა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქში პანტომისის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების მიზნით, საჭიროა თბილისის 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება.
კერძოდ, ფესტივალისთვის საჭირო თანხების ანაზღაურებისთვის ,,პანტომიმის სახელმწიფო თეატრის’’ ქვეპროგრამის ასიგნებების მუხლი პროგრამის - ,,კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა’’ ასიგნებების მესამე კვარტლის ,,სხვა ხარჯების’’ შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს.
წარმოდგენილ საკითხს კომისიის წევრბმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.