18 დეკემბერი 2018
თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი თავართქილაძეს და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს. სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
" დღეს განვიხილეთ მიმდინარე ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების საკითხი. თანხა, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელია სოციალური მიმართულებით გადანაწილდება. დღევანდელ სხდომაზე ასევე ვიმსჯელეთ, ათეულობით ქონების იჯარით გაცემის და სიმბოლურ თანხად დაკანონების საკითხზე. იმ მოქალაქეებს, რომლებიც 10-15 წელია შეჭრილები არიან საცხოვრისში, მათ სიმბოლურ თანხად ქონებას ვუკანონებთ. მოგეხსენებათ, სწორედ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება იყო ჩვენი ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება. იმისთვის, რომ პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, ჩვენ ვთანამშრომლობთ გამგეობებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დღეს, ასევე ვიმსჯელეთ და მხარი დავუჭირეთ ღია კაფეების მოწყობის საკითხს",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 21,2025
საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა
ნოემბერი 17,2025