07 დეკემბერი 2018
თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილი განიხილეს.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას, ასევე სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
დეპუტატების თანხმობით, ცვლილება განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესშიც.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების დამტკიცების შესახებ საკრებულოს წევრები უკვე წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.
ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 21,2025
საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 20,2025
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი შემოვიდა
ნოემბერი 17,2025