თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა, კომისიის წევრებმა 2020 წლის თბილისის ბიუჯეტში ასახული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული საკითხი, კომისიის წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა.
დღესვე, სხდომაზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც დეპუტატებს დედაქალაქში სხვა და სხვა მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საკითხები გააცნეს.
ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.