თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია უძღვებოდა, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. საკითხი, კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
აღნიშნული კვარტალური გადანაწილებები თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მოქმედ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს ეხება.
განხილვის შედეგად, ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მიეცა.