თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა.
საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამების/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
კერძოდ, გზების მოვლა-შეკეთების, კეთილმოწყობითი ღონისიძიებების, სხვა სოციალური დახმარებებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მიმართულებით II კვარტლის გეგმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში შესრულებული სამუშაოების ხარჯზე გაიზარდა.
კომისიის სხდომას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქოს სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა და გამგეობების წამორმადგენლები ესწრებოდნენ.