თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ კოლეგებს დედაქალაქის მერიიდან შემოსული წერილები გააცნო, რომლებიც სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემას ეხებოდა.
მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს თითოეულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი მასალის განხილვის შემდეგ ყველა საკითხს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.