ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 3 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის“ სასახლის სახურავის პროექტისა და სამუშაოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე იმსჯელეს.
სასახლეში არსებულ პრობლემებსა და კერძოდ, სახურავთან დაკავშირებულ ავარიულ მდგომარეობაზე დეპუტატებს ინფორმაცია სასახლის დირექტორმა მიაწოდა.
დეპუტატებმა აღნიშნული საკითხი განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
მეორე საკითხი, რომელზეც საკრებულოს წევრებმა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამების/ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებას გულისხმობდა.
ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს ქ.თბილისის მერიასა და სს “იუნიონ“-ს შორის 2008 წლის 29 იანვარს გაფორმებული „უძრავი ქონების პირდაპირი წესით მიყიდვისა და ინვესტიციების განხორციელების შესახებ“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საინცესტიციო პირობების გაუქმების თაობაზეც.
კომისიის სხდომას დეპუტატებთან ერთად მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.