თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ინფორმაცია 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ კომისიის წევრებს ლევან მიქავამ მიაწოდა.
მისი თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიის სხდომაზე ლევან მიქავამ ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.