თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.