თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ ანგარიში მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა და დეპუტატების მხრიდან აღნიშნული საკითხის ირგვლივ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ, ბიუჯეტთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოხსენება დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ განხილვის შემდეგ კომისიის წევრების მიერ გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
სხდომაზე ასევე დაამტკიცეს თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა. საკრებულოს სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში აღინიშნული ქონება პრივატიზაციას დაექვემდებარება.
გარდა ამისა, ქონების მართვისა და საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე, იმსჯელეს და დადებითად გადაწყვიტეს გამგეობების ბიუჯეტებში გარკვეული კორექტირებების შეტანის საკითხი.
სხდომას, კომისიის წევრების გარდა, თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.