ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ კომისიის წევრებს 2010 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით შპს ,,უორვიკშირ ესთეითის საქართველოს წარმომადგენლობისთვის’’ სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემას დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე ასევე 2016 წლის 13 მაისს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს, რომლის თანახმად, შპს ,,თაბორი რეზორტს’’ ვალდებულებების შესრულების ვადა გაუგრძელდა.
კომისიის წევრებმა მიკროავტობუსების ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და რამდენიმე შპს-ს შორის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებას დაუჭირეს მხარი.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.