თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
დღესვე სხდომაზე იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან ფიზიკური პირისა და ასევე ააიპ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის -„მწვანე სახლი“ გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს და საკითხს მხარი დაუჭირეს.