თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
დეპუტატებმა სხდომაზე ზოგიერთ საქალაქო სამსახურის თხოვნის საფუძველზე, თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით მათზე მიკუთვნებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნული გადანაწილებები პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული რესურსების, ასევე შემოსულობების გადანაწილების შესაბამისად მოძიებული რესურსების გათვალისწინებით ხორციელდება.