თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ მიაწოდა.
კერძოდ, კომისიების წევრებმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
სხდომას ასევე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან მიქავა ესწრებოდა.