თბილსის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით პროგრამებისთვის/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ’’ ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოუდგინა.
კერძოდ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროგრამის ,,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა ‘’ პირველი კვარტლის სუბსიდიის მუხლის ზრდას.
ასევე თანხმობა მიეცა მთაწმინდის რაიონში პირველი კვარტლის ,,საქონელი და მომსახურების’’ მუხლის და სამგორის რაიონში ,,კეთილმოწყობის ღონისძიებების’’ პირველი კვარტლის გეგმის ზრდას.