თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემას, ასევე ნაძალადევისა და ვაკის რაიონებში და სოფელ ტაბახმელაში მდებარე მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზებას მისცეს თანხმობა.
კერძოდ, თბილისის მერიის მიერ ნაძალადევის რაიონში ასასვლელი გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, სატრანსპორტო კვანძის არეალში მოქალაქეების კუთვნილი მიწის ნაკვეთებიც მოექცა, რის გამოც კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმებით, ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა მოხდა.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,ტექნოლოგიური განვითარების ფონდის’’ ლიკვიდაციას დაუჭირეს მხარი.
სხდომას დეპუტატეთან ერთად სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე ესწრებოდა.