თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგინა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამების/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინრული ასიგნებების გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს.
საკითხს, რომლის თაობაზეც ინფორმაცია დეპუტატებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდა, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.