თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ წარმოუდგინა.
დეპუტატებმა გლდანის მასივში, საბურთალოსა და სამღებროს ქუჩების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების, ასევე წყნეთის გზატკეცილი #35-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარვის წესით შპს“ახალი სკოლისთვის“ იჯარით გადაცემის თაობაზე იმსჯელეს და მას დადებითი შეფასება მისცეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე ესწრებოდა.