თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილებას დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, რაიონის გამგებელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიური უბედურების (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი) შემთხვევაში, დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევის შესახებ.
სხდომაზე ასევე დადებითი რეკომენდაცია მიეცა საკითხს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების განხორციელების თაობაზეც.
დღესვე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შპს „თბილისის პარკების“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“ და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ რეორგანიზაციის, კერძოდ, შერწყმა-მიერთების თაობაზე იმსჯელეს და საკითხის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირეს მხარი.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურაბელიძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.