თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ბიუჯეტის ასიგნებებს შორის გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ კოლეგებს დედაქალაქის მერიიდან შემოსული ორი წერილი გააცნო, რომლებიც დიდუბისა და ნაძალადევის რაიონებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილებას ეხებოდა.
კომისიის სხდომას დედაქალაქის მერიის საფინანსო, ასევე ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
კომისიის წევრებმა ორივე წერილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.