თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
საკითხი დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინეს. 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ასიგნებების გადანაწილების ფარგლებში, თანხები რამდენიმე მიმართულებით გაიწერაბა მათ შორის, ქალაქის განვითარების პროგრამა 300 ათასი ლარით იზრდება.