თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
საკითხი დეპუტატებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მანვე კომისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების შესახებ. საკრებულოს წევრებმა აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღეს.