თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საკითხი -,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით პროგრამებისთვის/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ'’, რომლის თაობაზე ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
დღესევე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესზე იმსჯელეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალქო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლენის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად, კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება პირდაპირი განკარგვის წესით იმ იურიდიულ პირებისთვის გადაცემას ექვემდებარება, რომელთა საქმიანობის მიზანს სოციალურიად დაუცველი, მზუნველობამოკლებილი, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების გაწევა/დახმარება წარმოადგენს.
ამასთან, ქონება, რომელიც გადაცემას არ ექვემდებარება ან ვერ გამოვლინდა მისი განმკარგავი შესაბამისი იურიდიული პირი, აღნიშნული ქონება უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობოს საქალქო სამსახურის მიერ.
დეპუტატებმა ასევე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძთვანელი გაიოზ თალაკვაძე, მისი მოადგილე ლევან მიქავა, ასევე სსიპ ქონების მართვ ის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.