თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” თბილისის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული მოთხოვნებისგან განსხვავებული პირობების შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს მოუსმინეს. ვასილ აბულაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი წარმოადგინა.
მისი თქმით, ცვლილება განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაშიც.
დეპუტატებმა სხდომაზე ასევე ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების’’ ქვეპროგრამის განხორციელების წესსა და დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
დღესვე, გაერთიანებულ სხდომაზე კომისიის წევრებმა ,,თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ'' თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების თაობაზე იმსჯელეს და ამასთანავე, დედაქალაქში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას მხარი დაუჭირეს.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, დედაქალაქში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ სხდომაზე დეპუტატებს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემისას ნებართვის გამცემისა და ნებართვის მფლობელის მიერ ხელმოწერილი პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი “ 2009 წლის 3 აპრილის N1 და N2 ოქმების საფუძველზე გაცემული, თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე არსებულ უძრავ ნივთებზე გარე რეკლამის განთავსების N000001 და N000002 ნებართვების მოქმედების 2021 წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.