თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიო და სპრტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გიმართა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
როგორც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, რომლის თანახმად იზრდება შემოსავლების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 20 000,0 ათასი ლარით, თბილისის ავტობუსების პროექტის სესხის მომსახურების ფარგლებში ავტობუსების შესაძენად დამატებული ღირებულების გადასახადის გადასახდელად. შესაბამისად, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 20 000,0 ათასი ლარით და შეადგენს 1 121 648,1 ათას ლარს.
დღესვე დეპუტატებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს და მის მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კერძოდ, კომისიის წევრებმა თბილისში მდებარე რამდენიმე მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას, ასევე იჯარისა და გაცვლის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემას და შესაბამის დადგენილებებში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა მუზეუმების გაერთიენების მიერ მიხეილ ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების შესყიდვის საკითხიც განიხილეს და ამასთანავე, თბილისის მერიის სსიპ-ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „მაილინგრუპს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „მაილინგრუპის“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.