თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს წევრებს კომისიების თავმჯდომარეებმა ლევან ჟორჟოლიანმა და ირაკლი ზარქუამ გააცნეს.
კომისიების წევრებმა მოისმინეს და მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ პროეტს, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან ხმაურის ნორმების გადაჭარბების და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების შესახებ რეგულაციები და კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროდან მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციებში გადადის. საკითხი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა წარადგინა.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ თამარ მათიაშვილმა წარადგინა რამდენიმე საკითხი. კერძოდ, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილი N24ა-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებაზე თანხმობის მიცემის შესახებ პროექტი. ასევე, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, IV მიკრორაიონში, ზემო პლატოზე არსებული 6853 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზების თანხმობის გაცემის საკითხი.
კომისიების წევრებმა წარდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.