თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
კომისიების წევრებმა მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც 2016 წლის ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში წარმოადგინა.
გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცებას, ასევე ადგილობრივი საქალქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესში ცვლილების შეტანას დაუჭირეს მხარი.
ცვლილება შევიდა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ საკრებულოს დადგენილებაშიც.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზეც.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, უფროსის მოადგილე ლევან მიქავა, ასევე ტრანსპორტის საქალაქოს სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ აბულაძე და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.