თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი კომისიების წევრებს საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარმოუდგინა.
ლევან მიქავამ დეპუტატებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარმოუდგინა და საანგარიშო პერიოდში დაფინანსებული პრიორიტეტების, შემოსულობების და გადასახდელების შესრულების მაჩვენებლები დეტალურად გააცნო.
კომისიების წევრებმა დღესვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების თაობაზე იმსჯელეს და საკითხი დადებითად შეაფასეს.
გაერთიანებულ სხდომას ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.