თბილისის საკრებულოში 6 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2016 წლის დადგენილებაში გასახორცილებელი ცვლილებები განიხილეს.
აღნიშნული ცვლილებები დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოდგინა.
მისი თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ტრანსფერისა და ფაქტიურად მიღებული შემოსავლების ხარჯზე 24 მლნ.300 ათასი ლარით იზრდება.
დეპუტატებმა საკითხს განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირეს.
დღესვე სხდომაზე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ჯიხურების განთავსების მიზნით პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლების ვადის 3 თვით გაგრძელებას თანხმობა მისცეს.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის მოქმედების ვადა 2019 წლამდე გაგრძელდა.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.