თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომას, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების გადანაწილების შესახებ იმსჯელეს და საკითხს, რომლის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ მიაწოდა, მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.
დღესვე კომისიების წევრებს 2018 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამაც წარუდგინა.
სხდომას დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.