თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის’’ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია კომისიის წევრებს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერიკაშვილმა წარმოუდგინა.
მან დეტალურად ისაუბრა ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, მნიშვნელობაზე, მის ფუნქციებსა და სტრუქტურაზე და ამასთან აღნიშნა, რომ ცენტრის მიზანი თბილისში მეწარმეობის განვითარების და ეფექტიანობის ხელშეწყობაა.
საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საკრებულოს დეპუტატებმაც წარმოადგინეს და საკითხს ,,თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის’’ დაფუძნების შესახებ ხმათა უმრავლესობით დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და საწყისი თანხის დაფარვის სანაცვლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებაზე მოქალაქეებს როზა რეხვიაშვილსა და იოსებ გაფრინდაშვილს თანხმობა მისცეს.
კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შპს ,,გლადიავტოპარკინგსა’’ და ქ. თბილისის მთავრობას შორის 17.07.2012 წელს გაფორმებულ ,,ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული საზოგადოების კაპიტალში არსებული წილის პირდაპირი განკარგვის წესით მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებას, ასევე ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში’’ პროექტის ფარგლებში აშენებული სახლების ბენეფიციარებისთვის თხოვების ფორმით გადაცემას.
დღესვე კომისიის წევრებმა საკრებულოს 6კომისიის დასკვნის საფუძველზე თბილისის მთავრობის მიერ შემუშავებულ ინიციატივას შპს ლანცეტის’’ პირგასამტეხლოსგან სრულიად გათავისუფლების თაობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მსჯელობისა და განხილვის შედეგად საკრებულოს წევრებმა საკრებულოს ხდომაზე გასატანად შემდეგ საკითხებს დაუჭირეს მხარი:
თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილება, თბილისის 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტითკეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილება, ასევე თბილისში დაბა კოჯორში თბილისის თვითმმართველის საკუთრებაში არსებულის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1600 კვმ მიწის ნაკვეთისა და იალბუზის ქ.N14 -ის მიმდებრად არსებული 4020 კვმ არასასოფლსამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაცემა.
კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე თანხმობა სს ,,თელასს’’, ხოლო კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით კი შპს ,,სინათლის ქალაქს’’ მიეცათ .
დადებითად გადაწყდა საკითხი პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 9 აგვისტოს #5-55-158 ოქმის პირობით ვალდებულებაში ცვლილებების შეტანა, ასევე თბილისში გარკვეული მიწის ნაკვეთების სსიპ საქართველოს მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ გადაცემა და თბილისის მთავრობასა და შპს ,,მედიაჯგუფი საქართველოს’’ შორის 2012 წლის 21 მარტს გაფორმებული ,,თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ’’ ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლებას.
აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს წევრები უკვე უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.