თბილისის საკრებულოში ოთხი კომისიის-იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სატრანსპორტო საკითხთა და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეები უძღვებოდნენ, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილებების პროექტი საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო. როგორც გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 41 017,5 ათასი ლარით იზრდება და სულ 1 435 751, 0 ათას ლარს შეადგენს.
კომისიების წევრებმა განხილულ საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.