თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
ინფორმაცია ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ გააცნო.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება. კვარტალური დაბალანსება კი შემოსავლების ნაწილში კაპიტალური სპეციალური ტრანსფერისა და ნაშთის ცვლილების ხარჯზე დანართის შესაბამისად განხორციელდება.
კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.