თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი წარმოუდგინა.
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ დეპუტატებს თბილისში, დასახლება დიდ დიღომში, I და III მ/რ-ებს შორის მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინით პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
საკითხს, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგადად გარდაცვლილი პირის მემკვიდრისთვის, ქეთევან პეტრიაშვილისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.