თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილის თაობაზე იმსჯელეს.
კერძოდ, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი შესაბამისი განხილვის შემდეგ დაუჭირეს.