თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე დეპუტატებმა საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს გამგეობების და ზოგიერთი საქალაქო სამსახურისთვის მიკუთვნებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში კვარტალური ცვლილებების შესახებ დეტალურიინფორმაცია მიაწოდა.