14 მარტი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე მოუსმინეს.
ლევან მიქავამ 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების შემოსავლების კვარტალური გადანაწილების და ნაშთის ცვლილების საკითხი წარმოადგინა.
მისივე თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.