თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა.
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და მთაწმინდის რაიონის გამგეობის მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.