19 აგვისტო 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ ინფორმაცია მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოადგინა.
დღესვე კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელს მოუსმინეს. გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვისა ფორმით პრივატიზების, გაცვლის და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, ამასთანავე აღნაგობის ფორმით გადაცემის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მან ასევე შპს „კორტებს“ შორის 2021 წლის 10 დეკემბერს დადებულ „უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე ისაუბრა და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალმას“ შორის 2020 წლის 18 ივნისს გაფორმებულ „ფეხით გადასასვლელი ხიდების მშენებლობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა.
კომისიის წევრებმა დედაქალაქის მთავრობასა და შპს „ალმას“ შორის 2021 წლის 19 აგვისტოს დადებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ“ და თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის შესახებ“ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის საკითხის შეთანხმების თაობაზე საკითხი განიხილეს.
გიორგი კობიაშვილმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და მუჰსინ კურტს უფლებამონაცვლე: შპს „სარე დეველოპმენტი“ შორის, 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული პირობებით გამოცხადებული აუქციონის №ე-375-40-21567 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის გაუქმების საკითხის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
აღნიშნული საკითხების შესახებ საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.