19 ივნისი 2025 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება წარმოადგინა.
წარმოდგენილი ცვლილებით, იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 700,0 ათასი ლარით, სხვა შემოსავლების ნაწილში მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის - 800,0 ათასი ლარით, ხოლო და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები - 15 000,0 ათასი ლარით.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ 62 150,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 271 497,5 ათას ლარს.
ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
დღესვე კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, უსასყიდლო უზურფრუქტისა და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით, ასევე გაცვლის ფორმით პრივატიზების და თხოვების ფორმით სარგებლობის უფლების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია ინფორმაცია.
მანვე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „გრანდ თაუერს“ შორის 2021 წლის 29 დეკემბერს გაფორმებულ „ქ. თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩის ბოლოს მიმდებარედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა.
სერგო ბირკაძემ ასევე სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ალმას“ შორის 2020 წლის 18 ივნისს გაფორმებულ „ფეხით გადასასვლელი ხიდების მშენებლობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
მანვე კომისიის წევრებს სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ნ.გ.ბ.“-ს შორის 2024 წლის 24 ივლისს გაფორმებული „ქალაქ თბილისში შპს „ათორის“ და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ მშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „ნ.გ.ბ.“-ის გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე გააცნო ინფორმაცია.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საკრებულოს წევრები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.