თბილისის საკრებულოსი ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს ლევან მიქავას მოუსმინეს, რომელმაც 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების თაობაზე საკითხი წარმოადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა სოფიო დოღონაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების განკარგვის და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა.
დღესვე, სოფიო დოღონაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.