თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
დეპუტატებმა იმსჯელეს და საკუთარი მოსაზრებები თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის თაობაზე გამოთქვეს.
კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების-თბილისში, მუხიანის დასახლება IV მ/რ.,რადიოქარხნის მოპირდაპირე მხარეს არსებული 470 კვმ მიწის ნაკვეთის გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის გაცემის და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების საკითხი განიხილეს და მას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი თბილისში, გორგასლის ქ. N 63-ში მდებარე 7793 კვმ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N 1-ის გაცვლის ფორმით პრივატიზებაზე თანხმობის გაცემისა და შპს „ელზუეროსთან“ გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზეც.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს დღის წესრიგით წარმოდგენილ შემდეგ საკითხებს: თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გალაქტიონის ძეგლის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონების სს „აქსის თაუერისათვის“ პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემასა და გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შეთანხმებას, ასევე შობა-ახალი წლის დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების მიზნით თანხის პროგრამიდან -,,თბილისი რეგიონის კულტურის ცენტრი’’ პროგრამაში -,,კულტურის ღონისძიებები’’ თანხის გადატანას.
სხდომას კომისიის წევრებთან ერთად სხდომას მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი მაია გრძელიძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ბექა ჯავახაძე, ასევე კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ნინო სულაძე, ნინო კოლელიშვილი და ნინო ლომიძე ესწრებოდნენ.